

გორის მეხუთე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ხელბურთში მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულია.
შეჯიბრი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა. გამარჯვებულმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. რაც შეეხება მესამე საპრიზო ადგილს, მეცხრე საჯარო სკოლამ დაიკავა.
შეგახსენებთ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება. შეჯიბრი მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს. გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორია სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი