

გუშინ გვიან საღამოს, გორში, ე.წ. ჭალის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომანქანას დაეცა.
როგორც ,,გორის მაცნეს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, დაცემისას მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მძიმედ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. მეზობლების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, აივნიდან გადმოვარდა, შემთხვევის დროს, იგი შინ მარტო იმყოფებოდა.
მაღალი სართულიდან ვარდნის შედეგად მძიმედ დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი