საზოგადოება
27.11.2026 12:49
სოფელ ბერშუეთში უფასო სკრინინგ აქცია მიმდინარეობს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს, 27 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში სკრინინგ აქცია მიმდინარეობს.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ძუძუს კიბოს; საშვილოსნოს ყელის კიბოს; პროსტატის; კოლორექტული კიბოს; არტერიული ჰიპერტენზიის; B და C ჰეპატიტი და აივ ინფექიცია/შიდსის სკრინინგული კვლევებით.

ბერშუეთის საექიმო ამბულატორიაში გამოკვლევები უფასოდ, თანამედროვე მეთოდებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ტარდება და აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

კვირის ამბები