

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
აღნიშნული ცვლილებით კი უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.
ცვლილება, პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი