შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში, 1953 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცმა მეუღლეს - 68 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.