ასტროლოგია
11.10.2019 01:48
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე ვერძებს საინტერსო შეხვედრებს და ნაცნობობას გპირდებათ. ხელსაყრელი დღეა დასვენების,  მოდუნების და ეჭვების დაძლევისთვის. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახთან და ბავშვებთან ერთად, სახლის გარეთ გაატარებთ.

კურო
კუროსთვის პოზიტიური დღეა. თავს მხნედ გრძნობთ და ოპტიმიზმით სავსე ხართ, მაგრამ გამორიცხული არ არის, ახლობელთან გარკვეულმა გაუგებრობამ განწყობა გაგიფუჭოთ. იფრთხილეთ და თავი აარიდეთ კონფლიქტს.

ტყუპები
თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება ან საქმის წარმატებით დასრულება. ეცადეთ, წვრილმან საქმეებზე დრო და ენერგია არ დაკარგოთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ურიგო დღე არ არის, თუმცა შესაძლოა, მცირე კამათის ან წყენის გამო ხასიათი გაგიფუჭდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მანქანის მართვის დროს.

ლომი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ასევე, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ სიყვარულთან ან ურთიერთობის განახლება ძველ მეგობართან, რომელსაც რაღაც მიზეზის გამო დაშორდით. ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმის დაწყებისთვის.

ქალწული
ქალწულებს წარმატებული დღე გელით. სადაც არ უნდა მოხვდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში ხართ. გირჩევთ, მხოლოდ იმ ადმიანებთან ისაუბროთ ძალზე პირად საკითხებზე, რომლებსაც ენდობით. ახალი საქმეების და გეგმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება.

სასწორი
სასწორებისთვის სურვილების ასრულების დღეა. ხელსაყრელია ყველანაირი აქტივობა, მათ შორის ფიზიკური ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობაც. გირჩევთ, საღამო ოჯახურ წრეში, ბავშვებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი
იზრდება ინტერესი პოლიტიკისა და საინფორმაციო გადაცემების მიმართ. ბევრ საკითხზე ფიქრობთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ნერვიულობის ნიადაგზე მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად, ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებსა და საკუთარი თავით ტკბობაზე, თორემ წარმატება ზურგს გაქცევთ. გამორიცხული არ არის პირად ცხოვრებაში ბედის უეცარი შემობრუნება.

თხის რქა
იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმეებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა საკუთარი მოქმედებების ან პრიორიტეტების შეცვლა გაიძულოთ, მაგრამ ცალსახად მოტივაციას შეგმატებთ.

მერწყული
ეს დღე სამართლიანობასა და ინტუიციის გაძლიერებას განასახიერებს. შესანიშნავი დროა განვლილი ცხოვრების შეფასების, მომავლის დაგეგმვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ძლიერდება აურა და იმუნიტეტი.

თევზები
თქვენი სასიცოცხლო ძალები ნელ-ნელა იზრდება. საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ, საქმიანი წარმატების  გარდა, ამავდროულად,  შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც საკუთარ მომავალს დაუკავშირებთ.

კვირის ამბები