ხაშურში მცხოვრებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ხაშურში, ,,ევექსის“ კლინიკაში გაიდაიყვანეს.
დაზარალებულის მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს ერთად ცხოვრების პერიოდში და შემდგომაც გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-დან-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.