ავტოსაგზაო შემთხვევა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ლიახვის ხიდთან მოხდა. დაშავებული დედა შვილი - ახალგაზრდა ქალი და 5 წლის გოგონა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ასლან ასლანიშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალი და მისი 5 წლის შვილი, ორივე მათგანს აღენიშნება ექსკორაციები, ამ ეტაპზე, სხვა დაზიანებები არ იკვეთება, თუმცა, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა GMnews-თან ასლან ასლანიშვილმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.