საინტერსო ამბები
27.07.2020 19:27
უძველესი სოფელი, სადაც ტურისტების შესვლა ნებადართული არ არის
დასავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო ბურკინა-ფასოს (დედაქალაქი უაგადუგუ), რომელიც დასახლებულია 60-მდე ეთნიკური ჯგუფით, ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. პირდაპირი თარგმანით, ქვეყნის დასახელება - ბურკინა-ფასო „ნამუსიანი ხალხის სამშობლოს“, „ღირსეული ხალხის ქვეყანას“ ნიშნავს.
ქვეყანაში არაერთი საინტერესო და ღისშესანიშნავი ადგილია, თუმცა, ერთ-ერთი გამორჩეულია სოფელი ტებელი (The village Tiébélé), რომელიც უკვე 15 საუკუნეა დასახლებულია უძველესი ეთნოსის წარმომადგენლებით - კასენებით. 
სოფლის მთლიანი ფართობი, საკმაოდ მცირეა - 1,2 ჰა.
კასენები აბსოლუტურად ყველა სახლი თიხით არის აშენებული და ტრადიციული ორნამენტებითაა მოხატული. 
კასენები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან საკუთარ ეთნოსს, ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, შესაბამისად, უცხო ხალხის სტუმრობა დიდად არ ხიბლავთ. ამ მიზეზის გამო, ტებელში ტურისტების შესვლა ნებადართული არ არის.





კვირის ამბები