

გორელი კალათბურთელი ვოვა თავაქარაშვილი, კალათბურთის განვითარების ლიგის პირველი შეჯიბრების გამარჯვებული გახდა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
თბილისის ,,დინამომ“, რომლის ღირსებასაც თავაქარაშვილი უკვე არაერთი წელიწადია იცავს, შეჯიბრება დამაჯერებლად მოიგო. ფინალში ,,დინამოელებმა“ 73:68 სძლიეს ,,ოლიმპს“.
მიუხედავად გამარჯვებისა, ლიგის სიმბოლურ ხუთეულში ,,დინამოდან“ მხოლოდ თავაქარაშვილი შეიყვანეს, რაც ამ კალათბურთელის მიერ თავისი გუნდის წარმატებაში შეტანილი გამორჩეული წვლილის დასტურია.
მოთამაშეთა განვითარების ლიგა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტია და იგი პირველად ჩატარდა. ფედერაციაში აცხდებენ, რომ განვითარების ლიგა ტრადიციული გახდება და იგი გაისადაც გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს