დღეს, გორში, საქართველოს ახალგაზრდული (21 წლამდელები) ნაკრები ფეხბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს საფრანგეთის ნაკრებთან.
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვასილ მაისურაძემ ამ თამაშისთვის 23 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის 3 გორის „დილადანაა“. გუნდის შემადგენლობაში არიან: გოლკიპერი ლუკა გუგეშაშვილი, ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი.
ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრებისთვის ეს მე-6 მატჩია. აქამდე ქართველმა ფეხბურთელებმა 2 მოიგეს და 3 შეხვედრაში დამარცხდნენ. წააგეს მათ შორის საფრანგეთთანაც სტუმრად 2:3 და ახლა გორში რევანშის აღებას შეეცდებიან.
საქართველო - საფრანგეთი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს საღამოს, 21 საათზე დაიწყება.
მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი