

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში", გორში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა. სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. მუდმივად დასაქმებულია 30 ადგილობრივი მოსახლე. რაცშეეხება ინვესტიციას, 2.5 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 750 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 600 000 ლარი _ სახელმწიფო გრანტი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შიდა ქართლში 26 საწარმო გაიხსნა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს