გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 1 654 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გასული ერთი თვის განმავლობაში 1 654-მა ტურისტმა გამოთქვა. აქედან, 654 ადგილობრივი დამთვალიერებელი 1 005 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი უამინდობის გამო აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარაუდობენ.
27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.