ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. ავარია დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლების ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა. მათივე თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 16 წლის გიორგი გოგინაშვილია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი