თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი გორელია. ავარიის დროს, 45 წლის შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ. შორენა ყასუმაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდანაა. გარდაცვალებამდე იგი ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ მუშაობდა კორექტორის პოზიციაზე.
ცოტნე დადიანის ქუჩაზე გუშინ საღამოს ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და მკურნალობის კურსს გადიან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, იგი არ გეგმავს პოლიტიკურ აქტივობას და საქმიანობას კერძო სექტორში გაგრძელებს.