125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
საწყის შეხვედრაში პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.
შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრები ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი