

მთავრობის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის უკვე გადაეგზავნა, ორი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნასაც ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, ახალი დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსება და მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება.
საქართველოში ამჟამად 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 23 აღკვეთილი, 40 ბუნების ძეგლი და 3 დაცული ლანდშაფტი არსებობს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.