

ინოვაციური სერვისი ჯანდაცვის სფეროში მომავალი წლიდან დაინერგება. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სიახლის საფუძველზე, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, პაციენტები მომსახურების მიღებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებითაც შეძლებენ.
„პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობაა, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევების ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ტელემედიცინის ერთ-ერთი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა.
ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა თავდაპირველად 25 ლოკაციაზე იგეგმება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.