დღეს ერგნეთში სადაც ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა გაიმართება.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებენ. ამასთან, განიხილავენ გამყოფ ხაზთან ბოლო 2 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ინცინდენტებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეხვედრა კოვიდ 19-ის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ფორმატში შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი