

გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი - 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლახანს გადმოიყვანა.
ცხინვალიდან გათავისუფლებულს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი