

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ 4 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი - ნიკოლოზ ფეხშველაშვილი 5 ოქტომბერს გაათავისუფლეს, მას ტრავმული დაზიანებები აღენიშნება და მკურნალობა უტარდება გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფეხშველაშვილმა სხეულის დაზიანება დაკავების მომენტში გაქცევის მცდელობისას მიიღო.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი