შემოდგომის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში დღეს გაიმართება. GMnews-ის ინფორმაციით, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები მიიღებენ. გამოფენა ბაზრობაზე წარმოდგენილი ექსპოზიციების გაცნობასა და ექსპონატების შეძენას ქართველი და უცხოელი სტუმრები 17:00 საათამდე შეძლებენ.
ღონისძიების მხარდამჭერები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან. ღონისძიება არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე დაანონსებული ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.