

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის სახიდე გადასასვლელის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირია.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, ავტობანზე მამაკაცს სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა და სახიდე გადასასვლელიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი