ასტროლოგია
16.12.2019 12:05
2020 - ვის რას ჰპირდება თეთრი მეტალის ვირთხის წელი

2020 წელს, თეთრი მეტალის ვირთხის წელს ასტროლოგები საერთო რჩევას აძლევენ ყველა ნიშანს - გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოგეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი და სტრესთან გამკლავება. წინასწარ შეადგინეთ გეგმები, რომელთა განხორციელებაც ამ წელს გსურთ.

ვერძი

2020 წელი ვერძისთვის გამოცდის პერიოდია. მას მხოლოდ შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა არ ეყოფა, რომ სასურველს მიაღწიოს. უფრო რბილი და მოქნილი უნდა გახდეს, რომ საკუთარ მიზნებს არა უხეში ძალებით, არამედ დიპლომატიის გზით მიაღწიოს. მშვიდი პერიოდი არ გელოდებათ, მაგრამ თუ ხელს არ ჩაიქნევთ და მოთმინებას მოიკრებთ, ეს პერიოდი პოზიტიური შედეგებით დასრულდება.

კურო

კუროსთვის სასარგებლო წელი დგება. კურო მიზანდასახული ადამიანია, რომელსაც მომავალი სარგებლის მისაღებად ლოდინი შეუძლია. სწორედ ისეთი პერიოდი დგება, როცა იღბლის დაჭერას შეძლებთ და მცირე ძალისხმევით მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შეცვლას შეძლებთ. 2020 წლის გარდა, კუროსთვის შემდეგი წლებიც სასარგებლოა.

ტყუპები

2020 წელი ტყუპებს ახალ ნაცნობებს და მიმზიდველ შეთავაზებებს გპირდებათ. არსებობს ალბათობა, რომ თქვენი ოჯახის სტატუსი შეიცვლება ან სამსახურში პერსპექტიულ შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნაადრევი სიხარული არ ღირს, რთული პერიოდი გელოდებათ და გონიერება უნდა გამოიჩინოთ, რომ მიღებული გონივრულად გამოიყენოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება წარმატება თქვენს მხარეს.

კირჩხიბი

თეთრი მეტალის ვირთხა კირჩხიბებს სერიოზული არჩევანის წინაშე აყენებს – იმოქმედონ და ბედნიერი ცხოვრების შანსი მიიღონ, ან ოცნებაზე უარი თქვან და მთელი ცხოვრება სინანულში გაატარონ. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მთელი თქვენი შეუპოვრობა დაგჭირდებათ. ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ მათ მისაღებად ნაჭუჭიდან უნდა გამოხვიდეთ და თქვენი ღირსებები ყველას აჩვენოთ.

ლომი

2020 წელი უამრავ განსაცდელს გპირდებათ. მოულოდნელი ზარალისა და გეგმების შეფერხებისთვის მზად იყავით, განსაკუთრებით კი, წლის პირველ ნახევარში. შემდეგ ყველაფერი თქვენს ნებისყოფაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ და ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ. ეტაპობრივად და გონივრული მოქმედებებით ყველაფერი გამოგივათ.

ქალწული

2020 წელი ქალწულისთვის ფანტასტიკური პერიოდი იქნება. წლის დასაწყისში შთაგონებას და მთების გადადგმის სურვილს იგრძნობთ, რომ ბედნიერი და კომფორტული ცხოვრება მიიღოთ. ამ დროს დაძინება და ყველაფრის თავის ნებაზე მიშვება არ ღირს. მჩქეფარე ენერგია უნდა მართოთ. ეს ენერგია განვითარებისა და წინსვლისკენ მიმართეთ.

სასწორი

თუ სასწორი ჰარმონიაზე ოცნებობს, პირველ რიგში, საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. წლის მეორე ნახევარი ამ მიზნებისთვის იდეალური იქნება. ეს, შეიძლება, მეორე ნახევართან შეხვედრა ან ბავშვის დაბადების სიახლე იყოს. ოჯახთან და ირგვლივ მყოფ ხალხთან ურთიერთობის საკითხებს სასწორმა დრო მეტად უნდა დაუთმოს.

მორიელი

მეტალის ვირთხა რთულ პერიოდს გპირდებათ. გაზრდილი ზეწოლისთვის მოემზადეთ, რომელსაც ხალხი და სხვადასხვა გარემოება მოახდენს. დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, მაგრამ არ გაექცეთ ამ პასუხისმგებლობას, თუ 2020 წლის ბოლოს გასული პერიოდის სიამოვნებით გახსენება გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. გარდა ამისა, უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ. თქვენი უხეში, დაუფიქრებელი და არაგონივრული ქცევები სერიოზულ ზიანს მოგაყენებთ და გამორიცხული არ არის, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძალზე სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანი წელიწადი დგება. 2020 წელს მშვილდოსანს საკუთარი სანაცნობოს გადახედვა და ზოგიერთის ჩამოშორება მოუწევს. მეტალის ვირთხის წელმა მშვილდოსანს შეიძლება ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანოს. ნუ გაფლანგავთ დროს უმნიშვნელო ურთიერთობებზე და ხელიდან ნუ გაუშვებთ მნიშვნელოვან და სასარგებლო შესაძლებლობებს.

თხის რქა

2020 წელს წარმატების და მიზნის მისაღწევად თხის რქამ დიპლომატიის და კომპრომისის ხელოვნება უნდა აითვისოს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის და სხვების დახმარების გარეშე თხის რქა ვერასდროს შეძლებს გახდეს ის, რაზეც ოცნებობს. დროა, სამყაროს გაუღიმოთ და მაშინ სამყაროც საპასუხოდ გაგიღიმებთ. 2020 წელი კარგი დროა ოჯახის შესაქმნელად ან ახალი, პერსპექტიული ურთიერთობების დასაწყებად.

მერწყული

მთავარი რჩევა, რასაც ვარსკვლავები მერწყულებს აძლევენ - ჭორებს არ უნდა მოუსმინოთ და არ დაუჯეროთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ, არაკეთილმოსურნეების პროვოკაციებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება გაანადგუროს, ამიტომ, გამოიჩინეთ წინდახედულობა. სხვა მხრივ კი, 2020 წელს მერწყულს კარგი განწყობა და უამრავი ცხოვრებისეული გეგმა ექნება. გეგმების შესრულება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ თავად არ გაანადგურებენ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და დასახულ გეგმებს.

თევზები

2020, ანუ თეთრი მეტალის ვირთხის წელი თევზებისთვის ახალ სიცოცხლეს ნიშნავს, ეს კი მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. შესაძლოა, საკუთარი შიშების და ეჭვების გამო ყველაზე არასასიამოვნო პერიოდიც დაგიდგეთ, მაგრამ ამ ახალი სიცოცხლისთვის ესეც ღირს, წლის ბოლოს მიღწეული შედეგებით კმაყოფილი დარჩებით და უსიამოვნებები დაგავიწყდებათ.

კვირის ამბები