გორში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გოგონა დაშავდა. 11 წლის მოზარდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მოზარდს ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი