

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისა და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გორში ლაზერულ სირბილში „გლობალური ტური“ მოეწყო.
სპორტული აქტივობის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მოზარდებმა, საქართველოს მასშტაბით, გარბენში მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვეს.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უწყება მხარს უჭერს ყველა ისეთ პროექტს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს