

მეწარმეობის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შიდა ქართლისა და სამეგრელოში მცხოვრებ 15–35 წლის იძულებით გადაადგილებულ ან კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ბიზნეს იდეები და ამ იდეების განვითარება, დახვეწა და განხორციელება სურთ; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მრავალშვილიან და მარტოხელა მშობლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს;
96 საათიან კურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (ევროკავშირის და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით); შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 2 ოქტომბერი.სააპლიკაციო ფორმა იხ. ბმულზე https://docs.google.com/forms/d/1dW5TslH2bUcASB-JG2sCRILdr7KgMYSmwK45b_kEPGM/viewform?fbclid=IwAR3e4FVrj0vY4HgTuJVuVppXsuai-HlGpScd6Fv5IMT8NJYf1WVm7CbXOkg&edit_requested=true
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი