

კულტურისა და ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული კალიგრაფიის კონკურსი დასრულდა.
კონკურსში, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობა კი, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, კონკურსში გამარჯვება გორის მე-2, მე-8, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის, პატარა გარეჯვარის, კარალეთის მე-2 და ზერტის სკოლებმა მოიპოვეს.
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს