

ლიგა 3-ის მორიგ ტურში, გორელებმა თბილისის „ვარკეთილს“ უმასპინძლეს. შეხვედრა გუშინ, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართა და გორელების გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
ოთარ ანანიაშვილის გოლით და პლიუს სამი ქულით, გორელებმა სატურნირო ცხრილის პირველი ადგილი დაიკავეს.
ამ გამარჯვების შემდეგ „გორი“ ლიგა 3-ის ლიდერია. გორელებს 9 ტურში 17 ქულა აქვთ, ისევე როგორც „ბორჯომს“, თუმცა მათ ბორჯომელებთან შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ და ამის ხარჯზე ჯობნიან კიდეც მეტოქეს.
მომდევნო ტურში, „გორი“ სტუმრად კიდევ ერთ კონკურენტს, „არაგვს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივნისს, თბილისში, მარაკანას სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს