რომში, მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, 24 ივნისს, პირველივე სატურნირო დღეს, 2 წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები, სადაც სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და სამივემ მედალი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი გახდა, გივი მაჭარაშვილი ვერცხლის, ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღეს, ასპარეზობაში დანარჩენი 8 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით რომის ტურნირზე კიდევ 17 სპორტსმენი იასპარაზებს.
რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შაყულაშვილი მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა.
ფოტოსურათების ჩვენება ლომჭაბუკის მონუმენტთან გაიმართა. გვრიტიშვილის განცხადებით, ფოტოები დაკარგული იყო.