გორის საფეხბურთო კლუბმა ლიგა 3-ის XIV ტურის მატჩი გუშინ, ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გამართა.
შეხვედრის მე-15 წუთზე ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც მასპინძელთა კარში. ამ შედეგით, ხობელებმა სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლეს, გორელებმა კი, შვიდმატჩიანი წაუეგბელი სერია დაასრულეს.
გუშინდელი შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, „გორს“ ჩატარებული 14 მატჩიდან 27 ქულა აქვს დაგროვებული, აქედან 8 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება.
მომდევნო ტურში, გორელები ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვდებიან, მატჩი ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონზე 10 ივლისს, 17:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ტყიბულის „მეშახტე“ 18 ქულით, სატურნირო ცხრილის მეთერთმეტე ადგილზეა. ჩატარებული 14 თამაშიდან, „მეშახტეების“ ანგარიშზე 5 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა.
რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შაყულაშვილი მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა.
ფოტოსურათების ჩვენება ლომჭაბუკის მონუმენტთან გაიმართა. გვრიტიშვილის განცხადებით, ფოტოები დაკარგული იყო.