ხორვატიაში ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელებს შორის, ჩემპიონის ტიტული გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიპოვა.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა (68 კგ.) ფინალში უნგრელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელებს შორის. გორელთაგან ოქროს მედალი მხოლოდ კონსტანტინემ აიღო. ვერცხლის პრიზიორები გიორგი წურიაშვილი (38 კგ.) და დავით პაპუკიშვილი (48 კგ.) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლები აიღეს გიორგი მაისურაძემ (48 კგ.) და ანა გოდელაშვილმა (66 კგ.)
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი