

გორელმა ძიუდოისტმა, გიორგი ტერაშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი ტერაშვილი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ფალავანმა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 5 შეხვედრა ჩაატარა: დაამარცხა - ეკვადორელი, გერმანელი, მაროკოელი და უნგრელი მოწინააღმდეგეები და დათმო მხოლოდ ფინალი, „ოქროს დროში“, იაპონელ ტანაკასთან.
გიორგი ტერაშვილი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ აღზრდილია (მწვრთნელი მალხაზ ავაზნელი).
ცნობისთვის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს