სარაევოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში კადეტთა შორის გორელმა ძიუდოისტმა, საბა საბაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანმა ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თავად კი, მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო.
მედლისთვის პაექრობაში გორელმა სპორტსმენმა, უზბეკ მოწინააღმდეგეს იპონით მოუგო.
საბა საბაშვილი, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამავე სკოლის კიდევ სამი და ძიუდოს კლუბის - „გორიჯვარი“, ერთი სპორტსმენი იბრძოლებს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.