

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეების მიღება დაიწყო.
სააგენტო ახალგაზრდებს სპორტის ცხრამეტი სახეობის შესწავლას უფასოდ სთავაზობს, აღნიშნული სახეობებია: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, კარატე, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ტაეკვანდო, კიკბოქსინგი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, მძლეოსნობა, მეკლდეურობა, ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, რაგბი, ქართული ჭიდაობა, სამბო.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესს უძღვებიან დამსახურებული მწვრთნელები, სპორტის აღიარებული და გამოცდილი სპეციალისტები.
სპორტული სახეობების შესწავლის მსურველებმა უნდა მიმართონ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მისამართზე: გორი, სტალინის ქუჩა #11.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს