

გორელმა სუმოისტებმა, ბაკო ხატისკაცმა და ანრი მჭედლიძემ 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ევროპის ჩემპიონატი სუმოში 23 წლამდელთა და დიდებს შორის, რომელიც გასულ კვირას პოლონეთში ჩატარდა.
23 წლამდელთა შორის, ბაკო ხატისკაცმა საქართველოს ნაკრებთან ერთად გუნდური ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე ასაკში, ხატისკაცს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქროს მედლამდე და მძიმე წონაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო აბსოლუტურში, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ხატისკაცი დიდებშიც არ დარჩენილა უმედლოდ და +115 კგ-ში, ისევე, როგორც გუნდურ შეჯიბრებაში, ბრინჯაოს მედლები მიითვალა.
ორი ბრინჯაოს მედალია კიდევ ერთი გორელის - ანრი მჭედლიძის მონაპოვარი. იგი 23 წლამდელებში 92 კგ-ში და აბსოლუტურში დადგა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს