

გორელი მოკრივე ლევან დემუროვი (54 კგ.) ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იტალიის ქალაქ მონტესლივანოში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატზე, ლევანმა პოლონელი, უნგრელი და ბერძენი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში, სამწუხაროდ, აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, თუმცა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დემუროვი, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლის აღზრდილია, მისი პირადი მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილია.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, რომელსაც ასევე გორელი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე ხელმძღვანელობს, ნახევარფინალში კიდევ სამი მოკრივე ჰყავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს