

თავისუფალი სტილის გორელი მოჭიდავე შამშე ტლაშაძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
პლოვდივში (ბულგარეთი) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენმა D დივიზიონში იასპარეზა და ხუთი მოწინააღმდეგის ბარიერი ისე გადალახა, ქულა არ დაუკარგავს.
ტლაშაძე ვეტერანთა შორის პირველი გორელი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
„წლევანდელი ტრიუმფი ტლაშაძის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელიც მან ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში, სპორტული სეზონის განმავლობაში გასწია“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში.
შამშე ტლაშაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის გასულ წელსაც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მლობელი გახდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს