

საქართველოს ნაკრების და ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის“ წევრი, წლევანდელი წლის ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ.) მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ტაშკენტში (უზბეკეთი) მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუკა მაისურაძემ პირველ შეხვედრაში საგაიპოვი (ლიბანი), შემდეგ განტულგა (მონღოლეთი) დაამარცხა, მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილიც დაჯაბნა, ნახევარფინალში კი იტალიელ პარლატისთან წააგო.
ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში იგი კუბელ სილვა მორალესს შეხვდა, დაამარცხა და მესამე ადგილს დასჯერდა.
აღნიშნული გამარჯვებით, ლუკა მაისურაძე დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი მეორედ გახდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს