გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბერშუეთის მკვიდრი, 1965 წელს დაბადებული თამაზ გლურჯიძე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, გლურჯიძე ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნული ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალში, იზოლატორში გადაიყვანეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი