

„გოლდენ გორის“ ძიუდოისტმა და საქართველოს ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ. წონით კატეგორიაში მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აბუ დაბის გრანდ სლემის შეჯიბრში მან წარმატებით იასპარეზა და ფინალში ფრანგი ლორი ტასიე 43 წამში იპონით დაამარცხა.
ბექა ღვინიაშვილის გზა ფინალამდე ასეთია: პირველ წრეზე აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილი დაამარცხა. მეოთხედფინალში კი, საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ-დაბის გრანდ სლემის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს