

გორელი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია. გრანდ სლემზე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოიყარეს თავი ძლიერმა ძიუდოისტებმა და აქ გამარჯვება იოლი ვერ იქნებოდა, თუმცა, ღვინიაშვილი 90 კგ. წონით კატეგორიაში ფავორიტებს შორის თავიდანვე მოიაზრებოდა.
ბექა ღვინიაშვილმა გაამართლა ქომაგთა და სპეციალისტთა ვარაუდი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა. შეჯიბრებაზე მან ხუთ მოწინააღმდეგეს აჯობა, ფინალში კი, სულაც 43 წამში დაამარცხა ფრანგი ლორის ტასიესი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს