

დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ეს მატჩი, ამ ასაკობრივი ნაკრებისთვის (მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე) კალენდარულ სეზონში ბოლო იქნება.
შეგახსენებთ, რომ გორშივე, 16 ნოემბერს, ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელსაც შეხვდა და აღნიშნული თამაში სტუმრებმა მოიგეს ანგარიშით 2:1.
დღევანდელი მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს