

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გორში„სტრიტ არტები“ შეიქმნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„გამოჩენილი გორელი მოღვაწეები, სპორტი, აბსტრაქცია და თავისუფალი თემა - სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ქუჩის მხატვრობის ნიმუშებით 4 ლოკაცია დაიტვირთება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების სახლ „Art House“ - ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გარდა სტრიტ არტების შექმნისა, არაერთი საინტერესო ინიციატივა ხორციელდება.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ამ დროისთვის, მოხალისე მხატვრების მიერ შექმნილი აბსტრაციებით მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს