გორში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი კრივში ჭაბუკებს შორის.
ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში მიმდინარეობდა.
შეჯიბრებაში ასპარეზობა 19 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და საქართველოს 20-მდე ქალაქის წარმომადგენელი ვაჟი და გოგონა მონაწილეობდა.
ტურნირს თვალს ადევნებდნენ ტიტულოვანი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.
გორის მუნიციპალიტეტიდან ვაჟებში გამარჯვება მოიპოვეს აჩიკო გოგებაშვილმა (44 კგ. ვარიანი), დავით ნიქაბაძემ (57 კგ. I ჯგუფი), ლევან ცეცხლაძემ (80 კგ.); ხოლო გოგონებიდან პირველი ადგილი დაიკავა ნინო კეჩხუაშვილმა (52 კგ.).
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.