

26 ნოემბერს გორი შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ევროპის საკლუბო ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს.
მოახლოებულ დიდ შეჯიბრებასთან დაკავშირებით, გორში, სხვადასხვა ადგილზე ბანერები განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
მასში, ევროპის ძიუდოს კაცთა და ქალთა უძლიერესი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ვიხილავთ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს, დიდი ტურნირების გამარჯვებულებს.
ჩემპიონატში საქართველოდან სამი კლუბი იასპარეზებს: „გოლდენ გორი“ (გორი), „მებრძოლი“ (თბილისი), „არეა“ (თბილისი).
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს