გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი - ქორმაისტერი ნინო წიკლაური, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
მუსიკალური საღამო 18 დეკემბერს, 18:00 საათზეა ჩანიშნული.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გ.ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, კონცეპტ Art-ი.
tkt.ge-ზე, სადაც ბილეთების შეძენა იყო შესაძლებელი, ამ დროსითვის ყველა ბილეთი გაყიდულია.
სუს-ის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ნოენბერს, გორში მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ქალაქის ტერიტორიაზე +7, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი მხოლოდ +4 გრადუსს მიაღწევს.