

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, 16 იანვარს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კონცერტში მონაწილებას მიიღებენ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების შემოქმედებითი და სახელოვნებო წრეების მოსწავლეები.
საახალწლო ღონისძიება ღია ცის ქვეშ 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს