

1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ნიცაში გამართული ანრი დეგლანის სახელობის საფრანგეთის გრან პრი.
გრან პრის გამარჯვებული გახდა მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ. ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლა).
ბრინჯაოს მედალი აიღო გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა).
საქართველოს ნაკრებმა, გრან პრი 6 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს