გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს.
20 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 7 წლის ბავშვის გაუპატიურება, მოზარდის ნათესავია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.
27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.